Kutaisi Airport

ტრანსპორტირება

ტრანსპორტი

ავტობუსი

ავტობუსით

კომპანია „Georgian Bus“  უზრუნველყოფს მგზავრთა ტრანსპორტირებას  კომფორტული სამარშრუტო მიკროავტობუსებით საქართველოს სხვადასხვა ქალაქებიდან ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის მიმართულებით.

ტრანსფერის დრო აეროპორტიდან და აეროპორტის მიმართულებით მორგებულია ავიარეისების განრიგზე.

ბილეთების დაჯავშნა შესაძლებელია ონლაინ რეჟიმში: www.georgianbus.com/booking 24/7 ცხელი ხაზი: +995 555 397 387

ტაქსი

ტაქსით

აეროპორტის ტერმინალის შენობის გასასვლელთან არის A2B/“Georgian Bus“-ის  ტაქსის სადგომი. ტაქსის წინასწარ დაჯავშნა შესაძლებელია „Georgian Bus“-ის ვებ-გვერდზე: www.georgianbus.com

ავტომობილი

ავტომობილით

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი მდებარეობს თბილისიდან 200 კმ-ის და ბათუმიდან - 120 კმ-ის მანძილზე. ჩვენი აეროპორტი გთავაზობთ 24/7 პარკინგის მომსახურებას: ავტოსადგომი მოიცავს 124 ავტომობილის სადგომს, მათ შორის შეზღუდული შესაძლებლობის პირთათვის გამოყოფილ სპეციალურ ადგილებს. პარკინგის ღირებულება არის 1 ლარი/სთ, ხოლო 7-დან 24 საათამდე პარკირების შემთხვევაში 7 ლარი.  

ავტომობილის გაქირავება

ავტომობილის გაქირავება

Sixt rent a car Georgia კომპანია გთავაზობთ 24 საათიანი მომსახურებას, რაც თქვენს დასვენებას უფრო მოსახერხებელსა და კომფორტულს ხდის.

იმგზავრე Sixt_ის ავტომობილით და ისიამოვნე თავგადასავალით.
Feel the motion

დაგვიკავშირდით:

ცხელი ხაზი: 995 571 54 99 55
ფოსტა: reservation@sixt.com.ge
Web: www.sixt.ge